Image

"არსენალმა" რეკორდი დაამყარა, ეს "მეთოფეების" საუკეთესო შედეგია

image
პრემიერლიგის მე-10 ტურში, ლონდონის "არსენალმა" დაგეგმილი 3 ქულა მოიპოვა. "მეთოფეებმა" "სუონსის" 2-1 სძლიეს და სატურნირო ცხრილში თანაქალქაელ "ჩელსისთან" ერთად 4-5 პოზიციებს ინაწილებს.

არსენ ვენგერის გუნდმა წლევანდელ სეზონში რეკორდი დაამყარა. "ემირეიტსზე", ლონდონელებმა ყველა ტურნირის ეგიდით 13 შეხვედრა ჩაატარეს და ყველა მათგანი მოიგეს.

როგორც მოგეხსენებათ, "არსენალის" საფეხბურთო არენა 2006 წელს გაიხსნა და მას შემდეგ, აქ ასეთი შედეგი გუნდს არ დაუფიქსირებია.

თავად ვენგერისთვის კი "სუონსისთან" მატჩი, პრემიერლიგის ეგიდით კარიერაში მე-800 გამოდგა.
აქვე უნდა ავღნიშნოთ, რომ ფრანგ სპეციალისტს ქომაგების დიდი ნაწილი უპირისპირდება და მის გადადგომას ითხოვს. საპროტესტო აქცია, უკვე საკმაოდ დიდი ხანია მიმდინარეობს.шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
30-10-2017, 14:32
130

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება