Image

"გედების" ზედიზედ მეორე სენსაცია, ამჯერად არსენალი [ვიდეო]

image
პრემიერლიგის 25-ე ტურში "არსენალი" სტუმრად იმ "სუონსისთან" დამარცხდა 1:3, რომელმაც წინა ტურში "ლივერპულს" სძლია 1:0.

ანგარიში ნაჩო მონრეალმა 33-ე წუთზე მესუთ იოზილისგან მიღებული ულამაზესი გადაცემის შემდეგ გახსნა. თუმცა, ზუსტად 1 წუთში, მოუსონის პასით, კლუკასმა შეძლო "არსენალის" კარის დალაშქვრა. მეორე ტაიმის 61-ე წუთზე პეტერ ჩეხმა ძალიან ცუდად მოიგერია მცველისგან დაბრუნებული ბურთი, რომელიც იქვე მყოფ ჯორდან აიუს მიუვიდა და მან თავისი გუნდი წინ გაიყვანა. 86-ე წუთზე კი შეხვედრას წერტილი კლუკასმა დაუსვა, რომელმაც მარჯვენა ფლანგიდან აიუს გარღვევით და თავის საჯარიმოში "არსენალის" მცველების დაბნევით ისარგებლა.

უელსურმა გუნდმა ზედიზედ მე-2 მატჩი მოიგო და გასავარდნ ზონას მოშორდა.

პირველად ითამაშა "მეთოფეებში" "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გადასულმა ნახევარმცველმა ჰენრიხ მხითარიანმა (მე-60 წუთზე შევიდა შეცვლაზე).

სუონსი 3-1 არსენალი
გოლები : 0-1 მონრეალი (33'), 1-1 სლუკასი (34'), 2-1 აიუ (61'), 3-1 სლუკასი (86')

шаблоны для dle 11.2
ავტორი: Harry Kane
31-01-2018, 14:04
43

კომენტარის დამატება

    • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
      heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
      winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
      worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
      expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
      disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
      joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
      sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
      neutral_faceno_mouthinnocent
კოდის განახლება